ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია.

გავეცანით სასწავლო პროექტებს, მის მიზანს და დანიშნულებას. პროექტების დაგეგმვას. გავეცანით ვიუვერს - ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვისწავლე მისი გამოყენება, გავეცანით მოდულის მთლიან შინაარს, ვისაუბრეთ 21-საუკუნის ადამიანს რა უნარ-ჩვევები სჭირდება. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით. გავეცანით პორტფოლიოს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას, ჩეკლისტს. შევადარეთ ერთმანეთს ტრადიციული სწავლება და პროექტებით სწავლება და ვიმსჯელეთ მსგავსება-განსხვავებაზე. ასევე ვისაუბრეთ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლე სწავლის პროცესში. ვნახეთ ვიდეო პროექტის შესახებ გავეცანით პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე მაგალითს. შევქმენით ბლოგები.

Comments

Popular posts from this blog

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია